ქვემო ქართლში რწმუნებული - გუშინ საღამოდან დღემდე საველე ჰოსპიტალში კიდევ 8 ადამიანი მოთავსდა

გუშინ საღამოდან დღემდე საველე ჰოსპიტალში კიდევ 8 ადამიანი მოთავსდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულის ბლოკ-პოსტთან განუცხადა.

„გუშინ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან კორონავირუსით ინფიცირების რაიმე დადასტურებული ფაქტი არ ყოფილა. ტემპერატურულ სკრინიგს, მობილური ჯგუფებთან ერთად, ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ. იმ ათ პაციენტს, რომლებიც საველე ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ, უარყოფითი დასკვნა აქვთ, მაგრამ გუშინ საღამოდან დღემდე საველე ჰოსპიტალში კიდევ 8 პირი მოთავსდა, რომელთაც საჭირო კვლევა უნდა ჩაუტარდეთ,“ - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო