რუსთავის მერია - რუსთავში მოქმედი საწარმოები შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას

რუსთავში არსებულ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომების სრული დაცვით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შპს ,,ქონსთრაქშენ სერვისსა“ და ,,კავკას პაკში“ გაეცნო.

,,ქონსთრაქშენ სერვისი“ მუშაობს, ნედლეულთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, შეკვეთების რაოდენობიდან გამოდინარე, დატვირთულია საწარმო. ადგილზე გამკაცრებულია შიდა რეგულაციები და გათვალისწინებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაცია. მეორე საწარმო, რომელიც დღეს ვნახეთ არის ,,კავკას პაკი“. მიხარია, რომ აქაც ნედლეულის პრობლემა არა აქვთ, გადასულები არიან მუშაობის სპეციფიკურ რეჟიმზე და სრულად იცავენ ყველა რეკომენდაციას“,- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარისას.

,,ქონსთრაქშენ სერვისის“ პროექტების მენეჯერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოფისის თანამშრომლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

,,ქონსთრაქშენ სერვისი“ ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებს, რკინა-ბეტონის კოჭებს აწარმოებს, ასევ არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებასაც ეწევა. ქარხანამ პირველი პროდუქცია 2014 წელს გამოუშვა და დღეისათვის ჯამში 400-მდე მუშა-მოსამსახურეა დასაქმებული. ოფისის თანამშრომლების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანეთ, ჩვენთან დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა და მკაცრად კონტროლდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია“, - განაცხადა ,,ქონსთრაქშენ სერვისის“ პროექტების მენეჯერმა ნინო გაბუნიამ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სრული დატვირთვით მუშაობს კომპანია ,,კავკას პაკ“-ის საწარმო, სადაც რეკომენდაციის შესაბამისად, ოთხცვლიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.

,,კავკას პაკი“ პლასტმასის კონტეინერებსა და ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელს აწარმოებს. ქარხნის ინვესტირება, პირველ ეტაპზე, საშეღავათო აგროკრედიტის ფარგლებში მოხდა და ის 2012 წელს დაფუძნდა. 120 ადამიანი გვყავს დასაქმებული. პროდუქციის რეალიზებას საწარმო მთელი რეგიონის მასშტაბით ახდენს და ექსპორტზეც მუშაობს. ქარხანა დატვირთულია და სრულად იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს არსებული მდგომარეობის გამო, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არის გაცემული“, - განაცხადა ,,კავკას პაკის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ძამუკაშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული საწარმოებიდან, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია. პროდუქციას შეუფერხებლად აწარმოებს ს.ს. ,,რუსთავის აზოტი“ , ,,ჰაიდელბერგ ცემენტი“, ,,რუსთავის ფოლადი“ და ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვა ქარხანა, თუ შედარებით მცირე ზომის წარმოება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო