შსს საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

“პოლიცია განაგრძობს ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით მოქალაქეთა გადაადგილების მკაცრ კონტროლს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ. სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა