წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეჭირვებული და 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პროდუქტის გადაცემა გრძელდება

სოფელ ფარცხანაყანევსა და ქვიტირში მცხოვრებ 40 ოჯახს ბიზნესმენმა ჯაბა კვერნაძემ ქველმოქმედების სახით 50-ლარიანი პროდუქტების კალათა და ვაუჩერები გამოუყო.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელში, რამდენიმე შეჭირვებულ ოჯახში მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც კონკრეტული დაპირებები გასცეს.

„კორონავირუსის წინააღმდეგ კოორდინირებული, პრევენციული ღონისძიებების გატარება გრძელდება, მიხარია, რომ გამოჩნდნენ კეთილი ნების ადამიანები, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოსახლეობას. ეს პროცესი შექცევადია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება თანხის გამოყოფა, რათა ამ ეტაპზე ყველა გაჭივრებულ ოჯახს გადავცეთ საკვები პროდუქტები", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ფარცხანაყანევსა და ქვიტირში საქველმოქმედო აქციის პარალელურად შეჭირვებულ ოჯახებს მაღაზიების მეპატრონეები სოფელ მაღლკაშიც დაეხმარნენ.

მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ მოხალისეები, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების შესრულებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა