გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6000 აღსაზრდელი კუთვნილ საკვებს მიიღებს

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6000 აღსაზრდელი კუთვნილ საკვებს არამალფუჭებადი პროდუქტების სახით მიიღებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გორის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროდუქტების გაცემა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებთან ერთად დღეს დაიწყო.

“პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი და სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი გორის მე-12 და მე-19 ბაგა-ბაღებში დაესწრნენ. პროდუქტების დარიგება ორგანიზებულად-სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.

პაკეტი 8 დასახელების არამალფუჭებად პროდუქტს შეიცავს და განკუთვნილია ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის, განურჩევლად სოციალური სტატუსისა. ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი, აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა