პრემიერ-მინისტრი ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაური პოლიციელებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა