ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, ორი პაციენტი დღეს მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, ორი პაციენტი დღეს მოათავსეს. მათ ხველებისა და ცხელების სიმპტომები აქვთ. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ერთ-ერთი სოფელ ახალკახათიდან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ შემოიყვანა, ხოლო მეორემ საავადმყოფოში თვითონ მივიდა.

პაციენტები ბოქსირებულ კლინიკაში იმყოფებიან, მათ უტარდებათ შესაბამისი კვლევები და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. საავადმყოფოში არ გამორიცხავენ, რომ ბიოლოგიური მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნოს.

"კორონავირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტია შემოყვანილი. ერთი ზუგდიდის სოფელ ახალკახათის მკვიდრია, მეორე კი ჩხოროწყუდანაა. ამ წუთებში მიმდინარეობს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები. ანამნეზი დადგინდება, დადასტურდება და შემდგომ გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები",- აცხადებენ საავადმყოფოში.

07.07.2025 / 08:38

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს