ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ორსართულიან კორპუსში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას ხანძრის დროს შენობის დატოვებაში მაშველი-მეხანძრეები დაეხმარნენ, რომლებიც აივნებიდან გამოიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სამართალდამცავებიც იმყოფებიან. ამ დროისათვის ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

„ოჯახების რაოდენობა უცნობია, რადგან იტალიური ეზოა. სახანძრო სამსახური და ბათუმის მერიის თანამშრომლები აქ იმყოფებიან.

დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფარში გადავიყვანთ. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, ბათუმის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის. ამ ეტაპზე მთავარია ხანძრის ჩაქრობა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები შეისწავლიან",- განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილზე მისულ მოქალაქეებს, ტერიტორია დაატოვებინეს და მათ მოუწოდეს, რომ ხალხმრავალ ადგილზე შეკრებისკან თავი შეიკავონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო