ბათუმის კლინიკაში  საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ  ექვს მოქალაქეს ლაბორატორიული კვლევის შედეგად,  კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ ექვს მოქალაქეს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მოქალაქეები მედიკოსების მეთვალყურეობას საკარანტინო სივრცეში გააგრძელებენ.

აღნიშნული პირები, დღეს ტემპერატურის მატებითა და ვირუსისთვის საეჭვო ნიშნებით კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი.

ცნობისთვის, ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ექიმების ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. 70 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება ხუთ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, აჭარაში 12 საკარანტინო სივრცე გაიხსნა, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს