ამირან გამყრელიძე -  ბოლო ხანებში მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე ვწვეოდი მის უწმინდესობას და მესაუბრა იმ სირთულეებზე, იმ საშიშროებაზე, რაც  შესაძლებელია

ნუ გავაკეთებთ აქცენტს მარტო საპატრიარქოზე და ქართულ ეკლესიაზე, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო პატივსაცემი და ხალხისთვის ყველაზე უფრო უზენაესი ინსტიტუცია ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტის მიერ ზიარების წესის საკითხზე და სახელმწიფოს მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მრევლი ეკლესიებში იცავს იმ წესს, რაც პატრიარქმა მოუწოდა.

„თქვენს ტელევიზიაში მოიკითხეთ იგივე და ყველა ჩვენს სამსახურში, ახლა, რამდენი ადამიანი მუშაობს დისტანციურად?! ყველა ჩვენს დაწესებულებაში და ოჯახში ვიცავთ იმ წესებს, რასაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ორი თვე გავიჭირვოთ მეგობრებო, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფები სახლებში ვიყოთ. მოხალისეთა დიდი არმიაა, ვინც ამ პროცესს მოემსახურება. ახლა, კარგი ამინდებია და ყველას უნდა გარეთ სეირნობა, კი,ისეირნონ, მაგრამ თითო-თითომ, ორ-ორმა და დაშორებით. დღეს ერთ-ერთ ტაძართან ჩემი ახლობლები იყვნენ, გახარებულები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ვერ წარმოიდგენ, წესი როგორ არის დაცულიო. ეზოში ადგილები არის დანომრილი, ვინ სად უნდა იდგესო. ეს ადამიანები, მორწმუნე მრევლი იცავს იმას, რაც ეკლესიამ, პატრიარქმა მოუწოდა. მე მქონდა ბედნიერება, რომ ამ ბოლო ხანებში რამდენჯერმე ვწვეოდი მის უწმინდესობას და მესაუბრა მასთან და ჩვენს მღვდელთავრებთან ყველა იმ სირთულეებზე, იმ საშიშროებაზე, რაც არის შესაძლებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა