მარნეულის მერის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი დღეს 13 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, ჯამში კი ამ დღეებში 70 ათასი ადამიანი შემოწმდა

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, თერმოსკრინინგი დღეს 13 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, ჯამში კი ამ დღეებში 70 ათასი შემოწმდა. „ძალიან ეფექტური პროცესია. ის, რომ დღეს გამოვლინდა ერთი ადამიანი დადებითი ბოლნისიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეს სწორედ თერმოსკრინინგის შედეგად მოხდა. ეს პროცესი გვაძლევს რეალურ სურათს თუ როგორი მდგომარეობა არის დაახლოებით მარნეულში, თუმცა ჩვენ ბოლომდე გავალთ და მერე ალბათ რეკომენდაციების მიხედვით ამ პროცესს გავაგრძელებთ", - განაცხადა ზაურ დარგალმა.

მისივე თქმით, გრძელდება მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტის დარიგება, ამასთან ერთად აქტიურად ტარდება დეზინფექცია.

„ვაგრძელებთ დახმარების გაწევას მოსახლეობისთვის, უკვე 700-მდე ოჯახმა მიიღო დახმარება საკვები პროდუქტის სახით, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბიზნესის წარმომადგენლებს. ამასთან ერთად, დეზინფექცია ჩატარდა ქალაქში, სოფლებში, დარჩა 4 ერთეული, სადაც ორშაბათიდან გაგრძელდება დეზინფექცია. ჩვენი ცხელი ხაზი აქტიურია და მუდმივად შემოდის ინფორმაცია", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალუტეტის მერმა.

მანვე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ დაარღვევენ საგანგებო რეჟიმს და საკარანტინე პირობებს, ვინაიდან შსს-მ უკვე დაიწყო მოქალაქეების დაჯარიმება.

„მინდა ადგილობრივებს ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, რომ შსს-მ დარღვევების დაფიქსირებისას დაიწყო მოქალაქეების დაჯარიმება და ასეთი ფაქტები მარნეულშიც დაფიქსირდა. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არღვევს საგანგებო მდგომარეობის პირობებს და საკარანტინე პირობებს, დაჯარიმდება 3000 ლარით, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვევს და როგორც მე მირეკავენ სხვადასხვა ადგილებიდან, ასეთი ფაქტები მარნეულშიც არის", - განაცხადა დარგალმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო