ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინურ და კორეულ კომპანიებთან, რომლებიც სწრაფ ტესტებს აწარმოებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთისა და კორეის იმ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც სწრაფ ტესტებს აწარმოებენ.

როგორც ამირან გამყელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, დანამდვილებით თარიღს ვერ დაასახელებს, თუ როდის შემოვა სწრაფი ტეტსები საქართველოში, თუმცა „მათი შემოტანა მალე უნდა მოხდეს“ .

„როგორც ვიცი, სერიოზული მოლაპარაკება მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით რამდენიმე კორეულ და ჩინურ კომპანიასთან. ბევრი არ არის, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია (კომპანია) ვინც დღეს სწრაფ ტესტებს აწარმოებს, შესაბამისად, უფრო მაღალი პრესტიჟის და ვალიდურობის. როგორც მე ვიცი, სამინისტრო აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს და იმედოვნებენ, რომ ეტაპობრივად, მალე უნდა შემოვიდეს. როგოც ვიცი, უფრო მალე შემოვა ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტები და ოდნავ მოგვიანებით ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები. ასეთი ინფორმაცია მაქვს მე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს