ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი გაქურდეს

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი გაქურდეს. როგორც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წაღებულია ტრაპეზის ჯვარი, საცეცხლური და მაცხოვრის ხატი. მამა დიმიტრი ვარაუდობს, რომ ფაქტი წუხელ მოხდა.

„წუხელ მოიპარეს სავარაუდოდ. დღეს, რომ მოვიკითხეთ აღარ იყო. თვითონ ტაძრის კარი არ იკეტებოდა, რადგან მშენებარეა და მშენებლები შედიოდნენ. გალავნის კარი იკეტებოდა, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იქიდან შემოვიდნენ. წაღებულია, საცეცხლური, მაცხოვრის ხატი და ტრაპეზის ჯვარი",- ამბობს მამა დიმიტრი ვეკუა.

მისივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს