ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 19 პირი დააჯარიმეს

სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის განსაზღვრული წესების აღსრულება ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყეს, - ამის შესახებ ნათქვამია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის შესაბამისად, 3000 ლარის ოდენობით სამართალდამცავებმა სოფელ ნახიდურსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრები პირები დააჯარიმეს. მათ საგანგებო მდგომრეობით განსაზღვრული წესი დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა იზღუდება.

„აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დაღვევისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირების დაჯარიმების ეს პირველი შემთხვევაა.მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინე წესები და რეკომენდაციები.შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)