იტალიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირმა ტრაგიკული შეცდომა არ უნდა დაუშვას

ევროკავშირის არსებობა აზრს დაკარგავს, თუ საფრთხეს ძლიერ პასუხს ვერ გასცემს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ევროკავშირმა „ტრაგიკული შეცდომები არ უნდა დაუშვას“.

ინტერვიუში, რომელიც იტალიურმა გამოცემამ Il Sole 24 Ore გამოაქვეყნა, კონტე აცხადებს, რომ პანდემია ევროპის ეკონომიკას ანადგურებს.

„უმოქმედოდ ყოფნა ჩვენ შვილებს ამ ტვირთით დატოვებს. უნდა დავიწყოთ დიდი ევროპის აღდგენისა და რეინვესტირების გეგმა, რომ მოხდეს მთლიანად ევროპული ეკონომიკის მხარდაჭერა“,-აღნიშნა კონტემ.

მისივე თქმით, იტალია ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ტრაგიკული ნაბიჯების გადადგმა უწევს.

„იტალიაში, სხვა წევრ ქვეყნებშიც ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვაქვს, ტრაგიკული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჩვენ მსგავსი გადაწყვეტილებები ევროპაში თავიდან უნდა ავიცილოთ. თუ ევროპა ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება, მაშინ მთელი ევროპული პროექტების არსი აზრს დაკარგავს ჩვენი მოქალაქეების თვალში“,-აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა