ფოთის მერია -  29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება - დარჩით სახლში, დავიცვათ რეკომენდაციები

ფოთში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, 29 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდება. ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება, პრევენციული ღონისძიებების უფრო გამკაცრებაა საჭირო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის მუნიციპალიტეტში 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება. მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. დარჩით სახლში, დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი