შალვა კერესელიძე მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან ერთად, ქალაქ მცხეთაში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების მოასფალტება 20-მდე დასახლებაში მიმდინარეობს.

„სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა