საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის მიუხედავად საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

შალამბერიძის განმარტებით, ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობის დამუშავების პროცესებს. მისივე თქმით, აქრიურად ხდება, ვირუსთან ბრძოლის მიზინით შემუშავებული კონსულტაციების გაცემა.

„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. შეუფერხებლად ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირებაც“, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

მათივე ინფორმაციით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები დისტანციური მუშაობის რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას. ფერმერთა საჭიროებებიდან გამომდინარე რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები, უსაფრთხოების წესების დაცვით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზეც მიდიან და ადგილზე გასცემენ კონსულტაციებს.

ფერმერების განცხადებით, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რომ მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა