ქუთაისის მერია სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ  80-მდე ოჯახს ეხმარება

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს ქალაქის თითმმართველობის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, მათთან ყოველდღიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის დასახმარებელი აქციები.

„ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციის მიხედვით შეიწამლა საცხოვრისის 5-ვე სართული და შენობაში თვალსაჩინოდ გაიკრა სარეკომენდაციო ფურცლები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში. სოციალური საცხოვრისის ყველა მკვიდრი არის „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი და ისინი ყოველდღიურად იღებენ ცხელ სადილს, ხოლო 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ეს სადილი საცხოვრებელ ადგილზე მიაქვთ.

სასურსათე ამანათები უკვე მიიღეს აქ მცხოვრებმა მრავალშვილიანმა დედებმა, 70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა ხანდაზმულებმა და მარტოხელა მშობლებმა. ქუთაისის მერიამ უკვე გადაიხადა მათ მიერ დეკემბერში, იანვარში, თებერვალსა და მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, ამავე დროს ისინი იღებენ კომუნალურ ვაუჩერსაც. საერთოდ გათავისუფლებულები არიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. ასევე ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებენ სოციალური შემწეობის თანხებს. მომდევნო კვირიდან, სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები მიიღებენ ტრადიციულ სააღდგომო ნობათებს.

ნობათები ყველა მათგანს სახლში დაურიგდება,“- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს