გურჯაანში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გურჯაანის საავადმყოფოში მოთავსებული, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე იმყოფება. ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული სავარაუდო ბრალდებული. 24 წლის ივანე ნოზაძემ, ცოლის დაჭრისა და შვილის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა,რის გამოც ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით წაუყენებენ.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილი მოკლა შემდეგ კი ცოლი დაჭრა. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს