ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უძღვება და მას ხელისუფლების, სამედიცინო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.

,,საგანგებო სხდომის ჩატარების აუცილებლობა დადგა ორი გარემოებიდან გამომდინარე. პირველი - როგორც ჩანს ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, ან ვერ, ან არ გაიგო ის, რომ დარჩეს სახლში. ჩვენ ყველამ მოვუსმინეთ მედიკოსების გამოსვლას, ამდენად აღსრულების ნაწილში უნდა გავამკაცროთ მდგომარეობა. ეს მდგომარეობა შეესაბამება საგანგებო ზომებს. თუ კი საჭირო გახდება ამ შემთხვევაში მზად არის ჩვენი თავდაცვის ძალებიც ჩაერთონ ამ ღონისძიებაში. ამ ეტაპისთვის თავდაცვის ძალების გამოყენება არ იგეგმება, თუმცა ყოველწუთს შეიძლება, შეიცვალოს ვითარება.

მეორე, საფრთხე იზრდება, როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღე გვაქვს ამაზე საუბარი და მე მგონი, ჩემგან ამაზე საუბარი არ არის საჭირო, ვინაიდან, მედიკოსები, როდესაც საუბრობენ, ეს უნდა გაიგოს თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ. ამდენად, საფრთხის გაზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. დღეს ის შემთხვევა, რაც გვაქვს სამეგრელოში, ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გული გავიარხეინოთ და ისევ გამოვიდეთ ქუჩებში და ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ გადაადგილება. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად შეჩერებული არის და მაქსიმალურად მივიღებთ ზომებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ გადაადგილება. ერთადერთი ინსტრუმენტი, შენელდეს ეპიდემია და არ მიიღოს მასშტაბური სახე, როგორიც არის ეს თურქეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ერთ ღამეში 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამდენად, ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად ის ზომები, რასაც გვირჩევენ ჩვენი მედიკოსები”, -განაცხადა გუბერნატორმა.

სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა