ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - თუ მითითებებს არ დავემორჩილებით, კვირები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ხალხი მითითებებს არ დაემორჩილება, უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს.

ამასთან, რეხვიაშვილის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემა დაფიქსირდა, ამიტომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სახლში დარჩენას გულისხმობს.

„შემოწმდება ეს ხალხი, თუმცა ყველა მცდელობა, ყველა დაგეგმილი აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, რაც ზოგადად, შეთანხმებულად ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლისა და ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით ხორციელდება, ფუჭი იქნება, თუ მოსახლეობა, ხალხი კიდევ უფრო მეტად ადეკვატური არ იქნება. ამას ვამბობ იმიტომ, რომ გუშინდელი ინფორმაციიდან დადასტურდა შიდა გადაცემები და წყარო დადგენილი არ არის, ამიტომ არგუმენტი იმისა, რომ 4 დღე, ერთი კვირა სახლში ვარ და მომეწყინა, არგუმენტი არ არის. თუ მითითებებს არ დავემორჩილებით, მოგვიწევს კვირები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა. ამიტომ, ყველას მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება მოითხოვს, მითითებებს დავემორჩილოთ, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახებსა და ქვეყანას“,-აცხადებს რეხვიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა