ლალი ტურძელაძე - ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 3 პაციენტს ჩივილები მოეხსნა, პნევმონია აღარ აქვს - ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გავუკეთოთ ტესტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ 3 პაციენტს ჩივილები აღარ აქვთ და არც პნევმონია აღენიშნებათ.

მისივე თქმით, ელოდებიან 14 დღის გასვლას, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარონ.

„3 პაციენტის მდგომარეობა არის კარგი, მათ ჩივილი აღარ აქვთ, ტემპერატურა არ აღენიშნებათ, მოსმენით ფილტვებში პნევმონია აღარ აქვთ, სუნთქვის უკმარისობაც მოეხსნათ, ანუ, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გავუკეთოთ ტესტი“,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა