კახეთში საკარანტინო ზონაში 580 მოქალაქე იმყოფება

კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და თვითიზოლაციაში მყოფ არც ერთ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, როგორც კარანტინიდან ასევე თვითიზოლაციიდან არც ერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირება არ ფიქსირდება.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 299 მოქალაქე, მათ შორის საგარეჯო -64, ლაგოდეხი - 49, ყვარელი -33, გურჯაანი -32, სიღნაღი -24, თელავი - 53, დედოფლისწყარო -17, ახმეტა - 27.

ხოლო, სამ მუნიციპალიტეტში განთავსებულ 9 საკარანტინო სივრცეში 580 მოქალაქე იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო