ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამავდროულად სტაბილური, - ამის შესახებ კლინიკა "მედალფაში" "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

მათი თქმით, ინფიცირებული მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 70 წლის მამაკაცს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ასევე საშუალო სიმძიმისაა, 60 წლამდე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. ამავე პაციენტსაც ევროპაში რისკ-ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ 5 ინფიცირებულს მათი, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკური ჩივილები არ აქვთ.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონე 2 პაციენტს აკვირდებიან, ისინი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან დღეს შეიყვანეს. მოქალაქეებს ლაბორატორიული კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს, დღის ბოლოს კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა