რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ბაღების 870 აღსაზრდელს პროდუქტებს სახლში მიუტანენ

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ ბავშვებს მოხმარდება, მუნიციპალიტეტებში საკვების დარიგების პროცესი უკვე დაიწყო.

დაბა ლენტეხში ბავშვებისთვის საკვების გადაცემის პროცესში მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, ბავშვებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესში მოხალისეებიც არიან ჩართული და 870 აღსაზრდელს 1 თვის მარაგ პროდუქტებს სახლში მიუტანენ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს