გრიგოლ ვაშაძე მთავრობას - თქვენ უარი "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს კი არ უთხარით, უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით - შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ, მთავრობას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ დაგანიხილონ წინადადება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში სრულიად უფასოდ დაბრუნებას გულისხმობს.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ჯერ კიდევ არის დრო, გაკეთდეს ერთობლივი საქმე.

"24 საათი გავიდა, რაც ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე სრულიად უფასოდ დაებრუნებინა ჩვენი თანამოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

მთავრობამ, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ჯობს უფასო ჩარტერულ რეისს. სინამდვილეში კი ამ ადამიანებს, რომლებიც შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ თანხების გადახდის საშუალება არ აქვთ. თქვენ უარი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით სამშობლოში დაბრუნებაზე. გახსოვდეთ, რომ არც ერთი არგუმენტი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ ექნება. ეს შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია. გამოიყენეთ. ეს იქნება ერთობლივად გაკეთებული საქმე", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსმსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა