მეუფე იაკობი - სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ ეკლესიაში არ უნდა მიხვიდე,  სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს

ბოდბის მონასტერში წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე იაკობმა მრევლს ლოცვისკენ და თუ აუცილებელი არ არის, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მთავრობას კი, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მადლობა გადაუხადა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რადგან კარანტინი არ გამოცხადდეს.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ასევე განმარტა, რომ დღევანდელი მსახურების დროს გაითვალისწინეს რეკომენდაციები და მომავალში ეტაპობრივად მოხდება ყველა მისაღები რეკომენდაციით მოქმედება.

"როგორც ვიცით, სახელმწიფომ მიიღო საგანგებო მდგომარეობა, ასევე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის გარკვეულ რაიონებში არის კარანტინი. სახელმწიფო, რასაც იტყვის ხომ ნებისმიერი ქრისტიანისთვის არის მისაღები, რაც ჩვენს სწავლებას არ ზღუდავს. ეს კი არაფერს არ ზღუდავს. უბრალოდ სახელმწიფო უფრთხილდება თავისი ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობას. ვიცით, როგორი სიტუაციაა. მთავარია პანიკაში არ ვიყოთ. ვიცით, რომ სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ რაც შეიძლება გავწელოთ ის დრო, სანამ ადამიანების გარკვეული რაოდენობა დავირუსდება, იმიტომ რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ შეეძლოს გაართვას თავი იმ პრობლემას, რაც წარმოიშვება თორემ, იტალიაში, მსოფლიოს მასშტაბით მეორეა ჯანდაცვის სისტემით, პირველი საფრანგეთია, ვეღარ აუდიან გადაჭედილია. ამიტომ, აუცილებელია, ყველგან დავიცვათ და ვიზრუნოთ თორე კარანტინი იქნება მთელს ქვეყანაში",-განაცხადა მან.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მრევლი დღეს ყველა წესს იცავდა.

"მგონია, სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. მე მოვუწოდებდი, რომ ნუ იქნებიან მცირედ მორწმუნეები და ღრმად მორწმუნები იყვნენ. ასევე, ვთხოვთ, ჩვენ მრევლს, რომ როცა არ არის აუცილებელი ქუჩაში საერთოდ ნუ გავლენ. დავიცვათ წესები. ვხედავ და თბილისშიც ვუყურებ, რომ კარანტინისკენ მივდივართ და ეს იქნება ჩვენი ბრალი. მე მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს და იმ ადამიანებს ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. ხშირად ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არაფერია, მთავარია ჯანმრთელობა გვქონდეს და ღვთის სასოება არ დავკარგოთ", - აღნიშნა მეუფემ.

ბოდბის მონასტერში წირვა პატრიარქმა და მეუფე იაკობმა აღავლინეს. მრევლი ლოცვას, ტაძრის ეზოში დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა