ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა

ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა. ქალაქში ყველა შემომსვლელი და გამსვლელი მკაცრად გაკონტროლდება. რეგიონის რწმუნებულის თქმით, გაძლიერებული კონტროლის პირობებში, ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნა არის დასაშვები.

,,საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში, ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ფოთში, ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება. ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს“, -განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა , ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა. მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრება არ ნიშნავს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადებას.

,,ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“ , - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს