სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ეს არის  განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ეს არის ერთადერთი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს. გვექნება საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში, რაც ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამაგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება,“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს