ზუგდიდში მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გაცემა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სასურსათო კალათა მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და შინმოვლის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გადაეცემათ.

,,დღეს დავიწყეთ საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც 700-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. პროცესი გაგრძელდება და დამატებით 1000-მდე ოჯახს მოვიცავთ. აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პროდუქტების დაფასოებისა და დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართული მერიის თანამშრომლები და მოხალისეები. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ. საკვები პროდუქტები უკვე გადაეცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. პროდუქტის გაცემას მონიტორინგს მერთან ერთად, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე უწევდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა