სოციალურად დაუცველი მარტოხელა  მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“ შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ იმყოფებოდა. კახა კალაძემ კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს, როდესაც თავისთვის ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს, ეძლევათ შესაძლებლობა და ეს, რა თქმა უნდა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ გარკვეული პროდუქტები შეიძინონ იმ ადამიანებისა და ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ვისაც ჩვენ ვეხმარებით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი წერილი, ზარი შემოდიოდა, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ, როგორ შეიძლება ჩავერთოთ კამპანიაში, ამას რიგითი მოქალაქეები გვწერდნენ. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაეხმაროს და თავისი წვლილი შეიტანოს პროდუქტებით ადამიანებისა და ოჯახების დახმარების საქმეში. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. საკმაოდ დიდი მოცულობაა უკვე შეკრებილი, რომელსაც ჩვენ გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით ვარიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში იმ ოჯახებში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ მისულ მომხმარებელს დახვდება „წითელი ჯვრის“ კუთხე, სადაც მათ მოხალისეები საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით რეკომენდაციას გაუწევენ.

„წითელი ჯვრის“ კუთხე ასევე, ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ ყველა ფილიალში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა