საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვების პარალელურად, შიდა ქართლში დამატებით ზომებს იღებენ

შიდა ქართლის ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვების პარალელურად, დღეს საკვირაო აგრარული ბაზრებიც დაიკეტა. აღნიშნულის გარდა, რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მობილური ჯგუფი დაემატა, რის მეშვეობითაც მოსახლეობას არსებულ საფრთხეებზე აწვდიან ინფორმაციას და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მხარის რწმუნებულის თქმით, უსაფრთხოების გაძლიერებული ღონისძიებები რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავარი მექანიზმია.

,,შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტზე უკვე არის ვარაუდი, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ინფექციის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად. კვირა დღეს, რეგიონის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადგილზე საკვირაო ბაზარი მოქმედებს, სადაც მეტადაა ხალხმრავლობა. აქედან გამომდინარე, გავრცელების შესაძლო საფრთხე რომ მინიმუმადე დავიყვანოთ, საკვირაო ბაზრების დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული და დღეს დილით აღარ გაღებულა. ასევე, პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, დღეს კიდევ დავამატეთ რამდენიმე მობილური ჯგუფი, ეს ჯგუფები მთელი რეგიონის მასშტაბით მოძრაობენ ავტომობილებით, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და მოსახლეობას დამატებით აწვდიან ინფორმაციას არსებულ საფრთხეებზე. რეგიონის იმ ტერიტორიებზე კი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული, ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდებისთვის, მათ მშობლიურ ენაზეც ვაწვდით ხმოვან გაფრთხილებას“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია