მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ „ სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსზე 77 პირს  აკვირდებიან

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“, ამ დროისთვის, კორონავირუსი არ გამოვლენილა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალება „რესს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 77 ადამიანია. მათგან, ცხინვალის რესპუბლიკური ცენტრის ინფექციური განყოფილების ექიმები 9 პაციენტს აკვირდებიან, სამი კი ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება.

მისი თქმით, მთლიანად, „რესპუბლიკაში“ სტაციონარულ პირობებში იმყოფება 11 ადამიანი და 66 ადამიანს სახლის პირობებში აკვირდებიან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში