ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მერებთან შეხვედრაზე გუბერნატორმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ადგილზე გამოვლენილი საჭიროებები დეტალურად განიხილა.

საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით დამატებით განსახორციელებელ ღონისძიებებს, ასევე საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში და სოფლებში. შოთა რეხვიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების მასშტაბით, პრევენციულ ღონისძიებებში ჩართული ადამიანური რესურსის შესახებ იმსჯელეს და მათი შესაბამისი ეკიპირებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო