ფოთში თვითიზოლაციაში 37 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი 5 პირი რჩება

ფოთში, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 37ადამიანი იმყოფება, 15 მოქალაქეს კი, თვითიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცე ერთმა ადამიანმა დატოვა.

„დღეს ახალი შემთხვევა არ გვქონია. თვითიზოლაცია მოეხსნა 16 ადამიანს. აქედან ერთი საკარანტინოდან გათავისუფლდა და 15 თვითიზოლაციიდან. ამ საღამოს მონაცემებით, თვითიზოლაციაში 37 მოქალაქე რჩება და საკარანტინო სივრცეში კი 5. მათი კონტროლი ყოველდღიურად ხორციელდება, უტარდებათ თერმოსკრინინგი და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა