ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა. სოფელ შილდაში მცხოვრები ხანდაზმული ქალი შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა და სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

ყვარლის მერის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა, რა დროსაც ქალს ეძინა.

"80 წლამდე ქალი, სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ვიცით, შეშის ღუმელი აანთო და დაიძინა. სავარაუდოდ, აალება გამოიწვია ღუმელმა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა",-განაცხადა მან.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო