ბორჯომში კორპუსებსა და ეზოებში დეზინფექცია ტარდება

ბორჯომში მრავალბინიან კორპუსებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, სპეციალური ხსნარებით, მუშავდება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები და გარე სივრცეები: ეზოებში არსებული სკვერები, სპორტული მოედნები სანაგვე ურნები და ა.შ.

მათივე ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ბორჯომში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებში. ღონისძიებები ეტაპობრივად ყველა კორპუსში მოხალისეთა ჯგუფების მიერ განხორციელდება.

„მიმდინარე სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართულები მერიისა და სასტუმრო Crowne Plaza-ს თანამშრომლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. პარალელურად, ბორჯომში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩების რეცხვა-დეზინფექცია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველ დილით ხსნარებით მუშავდება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, მოსაცდელები და სანაგვე ურნები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა