ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - საკარანტინო ზონაში სიმკაცრემ, სანქციებმა შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით უფრო მკვეთრად დაცლილია ქუჩები

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სავალე ჰოსპიტალში საკვლევი მასალა კორონავირუსზე 4 ადამიანს აუღეს და მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, აქამდე ჩატარებული კვლევებით კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. ამასთან, რეხვიაშვილის განმარტებით, როგორც სიმკაცრემ, ასევე სანქციებმა შედეგი გამოიღო და დღეს, ქუჩები მოქალაქეებისგან ფაქტობრივად დაცლილია.

„მარნეულში სულ შემოწმებულია 80 788 ადამიანი და ბოლნისში 25 967 ადამიანი. ჯამურად, 106 755 ადამიანი არის ტემპერატურულ სკრინინგ გავლილი და შემოწმებული. დღეის მონაცემებით, 2 ადამიანი იყო ტემპერატურით, ერთი არ ჩაითვალა აქტუალურად, რომ ჰოსპიტალში დარჩენილიყო. ერთი ადამიანი „ჯეოჰოსპიტალში“ დაკვირვების ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება იმ დიაგნოზებს, რასაც ველოდით, საბედნიეროდ ყველა უარყოფითია. დღეის მოცემულობით, 4 ადამიანია საველე ჰოსპიტალში, რომელთაც საკვლევი მასალა აუღეს და პასუხს ველოდებით. გუშინ ორივე მუნიციპალიტეტში და მთლიანად ყველგან გამკაცრდა ზომები. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სიმკაცრემ, სანქციებმა შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით უფრო მკვეთრად დაცლილია ქუჩები და ფაქტობრივად, ქალაქი ცარიელია“,-აცხადებს რეხვიაშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს