აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 50 წლის ქალისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 50 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს ციება და ხველა აღენიშნება. მას გაუკეთეს შიდა ანალიზები, რის გამოც საეჭვო გახდა კორონავირუსის ინფექცია.

მათივე თქმით, გალის მკვიდრ 50 წლის ქალს კორონავირუსის ინფექციაზე ანალიზები გვიან ღამით აუღეს და ქუთაისის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ტესტის პასუხები სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში იქნება.

თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 20 მარტის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.

„სოხუმის ინფექციური საავადმყოფოდან გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით პაციენტი გადაიყვანეს, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - წერს აფხაზური მედია.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ე.წ. უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბი ასევე აცხადებს, რომ 28-29 მარტს სამედიცინო დაწესებულებებს ვირუსის სიმპტომებით 9 ადამიანმა მიმართა, თუმცა ყველა მათგანს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.

იხილეთ ვიდეო: აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტის ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა