იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს იმერეთის აგროზონის დირექტორი არჩილ ბუკია რამდენიმე ფერმერის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.

ერთ-ერთი მათგანია სახელმწიფო პროგრამებით, ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებული კომპანია ,,მწვანე მდელო“. კომპანია საგაზაფხულო სამუშაოებს უსაფრთხოების ყველა ნორმისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით აწარმოებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში კომპანია ფლობს დაახლოებით 27 ჰექტარ მიწას და დამატებით 8 ჰექტარი არენდით აქვს აღებული სახელმწიფოსგან. 15 ჰექტარზე ლურჯი მოცვის კულტურა, ხოლო დანარჩენზე მწვანილის სახეობები იწარმოება. გასულ წელს კომპანიამ დაახლოებით 55000 კგ მწვანილის ექსპორტი და რეექსპორტი განახორციელა ევროპის მიმართულებით.

სამუშაოები დაწყებულია საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახვნა აქტიურ ფაზაშია. გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს მუნიციპალიტეტში, მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაც განხორციელდა, რაც ხელშ შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

საგაზაფხულო სამუშაოები იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა