აჭარაში 7000 ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო

აჭარაში 7000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ამ გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, 7000 ოჯახისთვის შეიძინეს პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და გადაეცემა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ პირებს.

„ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა და ყველა განურჩევლად სტატუსისა უნდა ემორჩილებოდეს იმ წესებს, რომელიც აქვთ პირველ რიგში ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაახლოებით 7 ათასზე მეტ ადამიანს სახლში მივუტანოთ სასურსათო კალათა, რომელიც დაეხმარება ამ რთულ ვითარებაში გარკვეულწილად ყოფითი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ახალგაზრდებმა, როგორც ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე ძალიან ბევრმა სამოქალაქო მოხალისემ გამოთქვა სურვილი ამ აქციაში ჩართულობის. წითელ ჯვართან ერთად ამ ადამიანებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და ამ უსაფრთხოების ჰიგიენის, წესების დაცვით მოხდება ამ ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 300 მოხალისეა უკვე ჩართული. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად აგრძელებს მოხალისეთა რეგისტრაციას, გადამზადებას, ეკიპირებას. სურსათის დარიგების პროცესში და სოციალურად დაუცველ, მაღალი რისკ-ჯგუფში შემავალ პირებთან მიწოდებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერებმა, მოხალისეებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო