მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან, 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან, საერთო ჯამში 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, აქედან 4 მძიმე პაციენტი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

„6 პაციენტის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და მათ შორის, კრიტიკულიც შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენთან კი 4 მძიმე ავადმყოფი გვრჩება. 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინ აღვნიშნეთ, რომ დასტაბილურდა. დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ, ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმიტომ, რომ დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის როგორც სუბიექტური, ობიექტური, ისე ლაბორატორიული მონაცემებით და თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასე სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ, უნდა ველოდოთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. აქედან 18 პირი გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა