გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პაციენტები ჰოსპიტალში დაკვირვების მიზნით გუშინ მოათავსეს. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია.

ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 - მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

იხილეთ ვიდეო: გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია