ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი რვა პაციენტიდან კორონავირუსი შვიდს არ დაუდგინდა, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით გუშინ შესულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, რვა პაციენტიდან შვიდის პასუხი გახდა ცნობილი, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. მათგან, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურა უფიქსირდება. ამ დროისთვის იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში 429 მოქალაქეა მოთავსებული. თვითიზოლაციაში 400 ადამიანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო