მედიის ინფორმაციით, სირიის ციხიდან ამბოხების დროს, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები გაიქცნენ

სირიის აღმოსავლეთ პროვინცია ჰასაკეჰის ციხეში ამბოხება მოხდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე, სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი საპყრობილედან გაიქცა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სირიის დემოკრატიული ძალების პრესსპიკერის, მუსტაფა ბალის თქმით, ციხეებში ბუნტი ხშირად ხდება, თუმცა ამხელა მასშტაბის პირველად იყო.

„უსაფრთხოების ძალები უმაღლესი განგაშის პირობებში მუშაობენ. საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები პერიმეტრს აკონტროლებენ“,-აღნიშნა ბალიმ.

ცნობისთვის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთული ძალების მეთვალყურეობის ქვეშ 24 დაკავების ბანაკია, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 10 000 მეომარი იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა