სურამში, დამატებით 1000 ადამიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე სურამში ჩავიდა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ხაშურის მაჟორიტარ-დეპუტატთან და ქალქის მერთან ერთად, სურამში დაწყებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

„რგიონებში პროექტები, დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სურამში დავიწყეთ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. არსებული მოძველებული სისტემა ახლით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს წყლის დანაკარგებს. შედეგად, 1000–მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – განაცხადა ნაფეტვარიძემ.

სურამში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია რუსთაველისა და აღმაშენებლიოს ქუჩებზე მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილის, დაახლოებით 100 ოჯახს, წყლის ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. ნაწილს კი, მოძველებული ქსელის გამო , წყალი 16–18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, დამატებით 1000 ადგილლობრივს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა