ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 60 წლის ქალს კი ორმხრივი პნევმონია აღენიშნება

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ასევე საშუალო სიმძიმისაა ინფიცირებული 60 წლის ქალის მდგომარეობაც.

70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო 60 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

რაც შეეხება კიდევ ხუთ ინფიცირებულ ადამიანს, ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკა "მედალფას" რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკას თვითდინებით ერთმა პირმა მიმართა, რომელსაც კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, იგი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ოთხ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი საკარანტინო სივრციდან კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი.

უწყების ცნობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო ნიშნებს ხუთ ადამიანზე იკვლევენ. კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული.

კორონავირუსით ინფიცირებული 7 პირი კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა