ირაკლი ქადაგიშვილი, სოლომონ პავლიაშვილი და შოთა ნარეკლიშვილი თელავის ღვინის მარანს ესტუმრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის ღვინის მარანს ესტუმრნენ. ღვინის მარანის საკუთრებაში არსებულ ვენახებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვენახებში მომუშავე ადამიანები აღჭურვილი არიან პირბადეებითა და ხელთათმანებით, დაცულია სოციალური დისტანცია.

თელავის ღვინის მარანმა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების დროს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილ Stop CoV ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამფუძნებლებს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა