ექიმის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადაყვანილი. როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტზე მასალა ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და დღეს გახდება ცნობილი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.

„განყოფილებაში ამჟამად მოთავსებულია 3 პაციენტი. ერთი დადასტურებული შემთხვევაა, რომლის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, ერთი არის დაკვირვების ქვეშ და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ერთი ახალი შემთხვევა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია, შემოყვანილია აფხაზეთიდან, ჩივილებით ცხელება, ხველა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში კვლევის მიზნით. პაციენტი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს, ორნი მოდიოდნენ, ერთი გადაყვანილია სოხუმში, მეორე ჩვენთან”, - განაცხადა დარახველიძემ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა